ყაზდუ-ხევის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყაზდუ-ხევის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში.

ნამოსახლარი საბჭოთა ტოპო რუკებზე კ(ყ)აზდუ-ხევის სახელწოდებითა მოხსენიებული. ნამოსახლარი შემაღლებულ პლატოდან, მეანდრისავითაა გამოყოფილი და გაყურებს მშრალხევს. ის ორი ნაწილისგან შედგება: ერთი, უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი სავარაუდოდ ციტადელი უნდა ყოფილიყო. მას კარგად გამოხატული სათავდაცვო თხრილი შემოუყვება გარშემო და შიდა სივრცეშიც ნათლად ჩანს ნაგებობების კვალი. მისგან ჩრდილო-დასავლეთით, სათავდაცვო თხრილი გადაღმა ნამოსახლარი უბანია, რომელზეც ასევე კარგად ჩანს ნაგებობების ბუდობები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39263