ღულელების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღულელების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების სამხრეთ-დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,7 x 5 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით. ეკლესიის გადახურვა, სამხრეთ კედლის ზედა ნაწილი და ამავე კედელში გაჭრილი შესასვლელის გადახურვა ჩამონგრეულია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სწორკუთხა სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. შემორჩენილია კონქის მცირე ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]