ღორის დიზენტერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღორის დიზენტერიაღორის ინფექციური დაავადება. მისი ძირითადი ნიშანია დამაუძლურებელი ფაღარათი. გამომწვევია სპიროქეტა Brachyspira hyodysenteriae, რომელიც გავრცელებულია აშშ-სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში. გამომწვევის წყაროა დაავადებული ცხოველები და ბაქტერიის მატარებელნი. საინკუბაციო პერიოდი 10–15 დღეა. ავადდებიან ძირითადად 1–6 თვის ასაკის გოჭები. აღენიშნებათ მადის დაქვეითება, წყურვილი, ფაღარათი (თხევადი ფეკალიები, წითელ-ყავისფერი, ლორწოვანი, ზოგჯერ — სისხლნარევი), პროგრესირებადი სიგამხდრე. სამკურნალოდ იყენებენ ქიმიოთერაპევტულ საშუალებებს, ამავდროულად ასუფთავებენ და დეზინფექციას უტარებენ სადგომებს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шахов А. Г. Дизентерия в ветеринарии // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 741.