ღირსების ეთიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღირსების ეთიკა მოქმედების მორალურ ღირებულებას პიროვნების ეთიკური გადმოსახედიდან აფასებს, არა როგორც დეონტოლოგია, კონსეკვენციალიზმი, ან პრაგმატული ეთიკა, რომლებიც მოქმედებას სისწორეს ან მცდარობას მისი შედეგიდან განსაზღვრავენ. კონსეკვენციალისტმა შეიძლება ტყუილი მიიჩნიოს არასწორად მისი ნეგატიური შედეგების გამო - თუმცა კონსეკვენციალისტს ტყუილი შესაძლოა დადებით მოვლენადაც მიაჩნდეს, თუ იგი დადებით შედეგებს გამოიღებს. დეონტოლოგისტისთვის ტყუილი ყოველთვის არასწორია, მიუხედავად ნებისმიერი დადებითი შედეგისა, რომელიც შესაძლოა ამ ტყუილს მოჰყვეს. ღირსების ეთიკისტი აქცენტს არ გააკეთებს მაგალითებზე, იგი თქვა თუ არ თქვა ტყუილი პიროვნების მორალური პრინციპებიდან განსაზღვრავს. როგორც ასეთი, ტყუილი შეიძლება ემყარებოდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა პირადი მოგება, ჯგუფის მოგება და განზრახვა (არის იგი კეთილმოსურნე ან არაკეთილმოსურნე). განსხვავებით ღირსების ეთიკისტისგან, პრაგმატისტი ტყუილის მორალურობას არა ინდივიდის შეხედულებებიდან, არამედ მისი საზოგადოების ეთიკური პრიციპებიდან განსაზღვრავს. ტყუილი ჩაითვლება ამორალორად თუ იგი ამორალურად მიაჩნია სოციუმს, აქედან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში პრაგამტისტის შეხედულება შეიძლება ზევით ჩამოთვლილ რომელიმე ეთიკისტის შეხედულებას დაემთხვეს, მაგრამ ეს დროებითია, რადგან საზოგადოების მორალი პროგრესირებს, ისევე როგორც მისი მეცნიერული ცოდნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]