ღია ბრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედალი, მამალი და კვერცხი

ღია ბრამა — ქათმის სახორცე-მეკვერცხული მიმართულების პროდუქტიულობის ჯიში. გამოყვანილია ჩრდილოეთ ამერიკაში, რუხი კოხინხინისა და რუხი მალაიური ქათმის საფუძველზე. შეფერილია ვერცხლისფერ-თეთრად, ბუმბული ფაშარია, აქვს ფერფლისფერი ღინღლი. თავი მცირე ზომისაა, ბიბილო ჭოტისებრი. კანი ყვითელი ფერისაა, ფეხის გარე და შუა თითი შებუმბლულია. მამლის ცოცხალი მასაა 4,5 კგ, დედლისა — 3,5 კგ. კვერცხმდებლობა შედარებით დაბალია — 120 კვერცხი წელიწადში, მისი მასა 60 გრამია, ნაჭუჭი ღია ყავისფერია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Брама светлая. Центральная научная сельскохозяйственная библиотека. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2021