ქურთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქურთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

„პაპიანთ“ უბნის სასაფლაოზე სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით და ფიქალით ნაგები დარბაზული ეკლესია დგას. კარის წირთხლებზე აქა-იქ გამოყენებულია შირიმის ქვა. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ასიმეტრიული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში სარკმელი იყო. კედლების დაზიანების გამო სარკმლის ფორმა არ ჩანს. ჩრდილოეთით დიდი ზომის თაღოვანი ნიშაა, სამხრეთით კი არქიტრავული. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. გრძივი კედლები შემორჩენილია 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ კედელში სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სარკმლების კვალია. სამხრეთის არქიტრავულ შესასვლელს ნაოთხალები აქვს. ეკლესიაში დევს მრგვალი ფორმის ქვა ჩაკვეთილი ჯვრის გამოსახულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 183-184