ქუთაისის პეტრესა და პავლეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუთაისის პეტრესა და პავლეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქუთაისის მუნიციპალიტეტში.

აგებულია XIX–XX საუკუნეებში. ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში, აღმართულია ქვით ნაგები ეკლესია. ეკლესიის კუბური მოცულობა სრულდება აღმოსავლეთით შვერილი აბსიდით, გუმბათით. ეკლესია გეგმით ეგრედწოდებულ კუპელჰალეს ტიპს წარმოადგენს. წყობა რეგულარულია. ინტერიერში ეკლესია სრულდება აღმოსავლეთით დაბალი საკურთხევლით, რომელსაც აქვს მაღალი შუბლი. კედლებიდან გადაყვანილი შეტყუპებული თაღებით შეკრული გუმბათქვეშა სივრცე, გვირგვინდება წახნაგოვანი, ვიწრო გუმბათით. ეკლესიას აღმოსავლეთ მხარეს, მთელ სიგანეზე მიუყვება გრანდიოზული ხის კანკელი. ეკლესია სამივე მხრიდან იდენტური ზომისაა და გაჭრილია ფორმით დიდი, თაღოვანი ჭედურობით შემკული კარები. ფასადები შესრულებულია რუსული კლასიციზმის სტილში. ეკლესია ხერხულა კარნიზით სრულდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18417