ქუთაისის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუთაისის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქუთაისის მუნიციპალიტეტში. თარიღდება XIX საუკუნის მეორე ნახევრით.

საფიჩხიის ამაღლების ეკლესია წარმოადგენს თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობას და აგებულია ეკლარის ქვის რეგულარული წყობით. ეკლესიას აღმოსავლეთიდან აქვს ხუთწახნაგა შვერილი აბსიდი. ინტერიერში, ოდნავ შებრტყელებული კონქის სატრიუმფო თაღი ეყრდნობა პილასტრების მარტივ პროფილიან კაპიტელებს. საკურთხევლის წინ კი ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი სოლეაა. კედლები შელესილ-შეთეთრებულია, ხოლო იატაკი მოზაიკისაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან აფრების საშუალებით გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება. დასავლეთით მოწყობილია პატრონიკე, რომელზედაც რკინის კიბით წარმოებს მოხვედრა ხვეული. გუმბათი წახნაგოვანია შიგნიდანაც და გარედანაც. აქვს სულ რვა წახნაგი და ყველა წახნაგში დატანებულია ვიწრო თაღოვანი სარკმელი. აქვს ჩარდახისებრი გადახურვა. ეკლესიის ფასადები მორთულია ძუნწად. ძირითადი ღიობების გლუვლილვოვან სათაურებზეა აქცენტი გადატანილი. კარის თავზე ჩასმულია ფილა სტილიზებული ჯვრის გამოსახულებით. ეკლესია მაღალ ცოკოლზე დგას. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად თუნუქია გამოყენებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10268