ქოლოთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოლოთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლოთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ადგილობრივი ჯიშის ფლეთილი ქვით იყო ნაგები. ნაგებობა თითქმის დანგრეულია. ერთადერთი ჩრდილოეთი კედელი შემორჩა ორი სართულის დონეზე. ინტერიერის მხრიდან შემონახულია სართულშუა კიბე, ნიშები და სათოფურები. კოშკის გეგმისა და ფორმის დადგენა გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 181