ქობულ ხევისუფლის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქობულ ხევისუფლის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დაღეთ-ხაჩინის მახლობელი ტერიტორიიდან. სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც მოთავსებულია წყაროს ქვაზე, იპოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ექსპედიციამ ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქ~ე შე ქობულ
  2. ჴევს ოფლჲ
  3. ესე დაკრკნილჲ წყ~რჲ მნ ქნ

ანუ:

  1. ქრისტე, შეიწყალე ქობულ
  2. ჴევისუფალჲ,
  3. ესე დაკრკნილჲ წყაროჲ მან ქნა.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერას ახასიათებს ასოთა მიდრეკილება ნუსხურობისაკენ. , , გრაფემებს აქვთ დამატებითი ხაზები. გამოხატავს ხმოვანს (უფალ, დაკრკნილ). ქნა < ქმნა –ს დაკარგვის გზით. წარწერაში გვხვდება საინტერესო ლექსიკური ერთეული – დაკრკნილჲ.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნ. შოშიაშვილი წარწერას X საუკუნით ათარიღებს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 24

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 141