ქვიშხეთის მეორე ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვიშხეთის ნაეკლესიარი.

ქვიშხეთის მეორე ნაეკლესიარი, წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის ჩრდილო-დასავლეთ უბანში, ქვიშხეთ-ბეღლეთის გზის პირას, სასაფლაოზე. დანგრეულია, შემორჩენილია 2,4 მეტრის სიმაღლის დასავლეთის კედელი, საკურთხევლის კონტური და ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხის ნაწილი. დარბაზული ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის კედელი უშუალოს ერწყმის გრძივ კედლებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]