ქვეშეთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვეშეთის კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთიდან ჩრდილოეთით 5-6 კილომეტრზე მდინარე ხადისწყლის ზედა ნაწილში, ქალაქეთად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (4 x 5,75 მეტრი, სიმაღლე 11,3 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია სამი სართული და მეოთხე სართულის დასაწყისი. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია, შესასვლელი სწორ (სამხრეთ) კედელშია, მიწის დონიდან 3,2 მეტრზე. კარს წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. შესასვლელის ზემოთ მეორე და მესამე სართულზე, თითო ვიწრო, ზემოთ შევიწროებული სარკმელია. კოშკს სათოფურები არ აქვს. სართულშუა გადახურვა ქვის ბრტყელი ფილებისაა. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო იატაკში მოწყობილი ხვრელებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]