ქვემო წუბენის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო წუბენის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო წუბენში. აგებულია X-XI საუკუნეებში.

სოფელში დგას ეკლესია, რომელიც რიყის ქვითაა ნაგები. მარკანტული ნაწილებისათვის გამოყენებულია შირიმი. დარბაზული ეკლესიიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები. ნახევარწრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, ხოლო ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშა. ჩრდილოეთ კედელს წყვილი პილასტრი სამ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. პილასტრებზე ნახევარწრიული კედლისთაღები გადადის. შემორჩენილია კამარის საბრჯენი თაღის ფრაგმენტი, დაბოლოებული სამბურთულა რელიეფური კაპიტელით. ეკლესიის ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 176