ქვემო ბროლოსნის ნაეკლესიარი
ქვემო ბროლოსნის ნაეკლესიარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბროლოსნის აღმოსავლეთით, ბარბაქაძეების უბანთან, მუხნარში. დანგრეულია, აღმოსავლეთით შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდი 1,5 მეტრის სიმაღლეზე. დარბაზული ეკლესია ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 450.