ქემერტის ოთიაანთ უბნის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქემერტის ოთიაანთ უბნის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემერტში, ოთიაანთ უბანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სამსართულიანი კოშკი ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე. გეგმით კვადრატს უახლოვდება. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები შემორჩენილია დაახლოებით 8-9 მ-მდე, დასავლეთი და სამხრეთი კი 3-4 მეტრამდე. სართულშუა გადახურვა კოჭოვანი ყოფილა. კედლებში ჩანს ძელის ბუდეები. კოშკის გარშემო მიწის დონე საგრძნობლად აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 180