ქემერტის მინდიაანთ კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქემერტის მინდიაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემერტში, მინდიაანთ უბანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მინდიაანთ უბანში მდგარი სწორკუთხა კოშკიდან მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი გადარჩა 7-8 მეტრის სიმაღლეზე. კედლის ზედა ნაწილში სარკმელი და სამი სათოფურია. კოშკი ნაგებია რიყის და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე.

კოშკს ვიზუალური კავშირი ჰქონდა „ყაულაანთ“, კეხვის და აჩაბეთის ციხეებთან, აგრეთვე „კასრაანთ“ და „ოთიაანთ“ კოშკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 181