ქეთევან ახობაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეთევან ახობაძე (დ. 23 ივლისი, 1958, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1987 წლიდან), საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი (2012 წლიდან). სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (PhD).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთევან ახობაძე დაიბადა თბილისში 1958 წლის 23 ივლისს, ქართველი მხატვრის მამია ახობაძის ოჯახში. დაწყებითი განათლება თბილისის მე-100 საშუალო სკოლაში მიიღო.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის განყოფილებაზე, მის პარალელურად კი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად პროფესიათა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის განხრით; 2001 წელს ვიადრინის უნივერსიტეტში, საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სამართალზე; 2004-2005 წლებში NDI Georgia, მეორე გამოშვება, კონფლიქტოლოგიაზე; 2013-2016 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, დოქტორანტურზე. 2016 წლის 29 ივნისს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი .

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-1992 წლებში მუშაობდა თბილისის მხატვრის სახლში, დირექტორის მოადგილედ, სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო რეფორმის შემდეგ, 1985 წლიდან — სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანებაში, იგივე პოზიციაზე.

1990-2000 წლებში რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში სხვადასხვა ორგანიზაციებში გააგრძელა თავისი მოღვაწეობა (1995 წლამდე საქართველოს საელჩოს კულტურულ-კომერციულ ცენტრ „მზიური“-ს გალერეის დირექტორად; 1993-1995 წლებში ტელეკომპანია ОРТ, რედაქტორის ასისტენტი, კულტურის განყოფილებაში; 1995-1998 წლებში ERICSSON Corporation LTD და სხვ., 1991-2000 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული ჟურნალისტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).

2001-2006 წლებში მუშაობდა რელიგიური თავისუფლებების და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელად საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში (UNDP პროექტი). ჰქონდა პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება როგორც საჯარო სკოლაში, ისე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის: თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა.შ.,

2017-2019 წლებში მუშაობდა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში და 2019 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში; 1990-2008 წლებში მუშაობდა SAUR.DE - მიუნხენ-ლაიპციგის მსოფლიოს მხატვართა, არქიტექტორთა და ხელოვნებათმცოდნეთა ენციკლოპედიაში კონსულტანტად. გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი სტატია ქართველ მხატვრებზე.

1975 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მისი ფერწერული ტილოები ინახება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციაში, პირად კოლექციებში; 1975 წლიდან დღემდე მისი სტატიები იბეჭდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეფერირებულ - ლიცენზირებულ ჟურნალ - გაზეთებში, ავტორია რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის სცენარის, 2 მონოგრაფიის; არის 250-ზე მეტი კატალოგის, წიგნის შემდგენელი, რედაქტორი, რეცენზენტი, დიზაინერი; 1980 წლიდან დღემდე მრავალი გამოფენის, პლენერის კურატორია.

სიგელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიღებული აქვს კონგრესმენის მადლობის წერილი თბილისში NGO "Fermata Arts Foundation"-თან თანამშრომლობისა და ერთად ბავშვთა გამოფენის ორგანიზებისათვის; Christopher S. Murphy, 5th District, Connecticut, Committee on Foreign Affairs, Congress of the United States, 28 June, 2012;
  • სიგელი, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარისა და გამგეობისაგან - ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისათვის და კავშირისთვის გაწეული ღვაწლისათვის; 2013;
  • მადლობის სიგელი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარისაგან, სტუ-ს სტუდენტთა 84-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (10 მაისი, 2016) სტუდემტებისათვის გაწეული სამეცნიერო ხელმძღვანელობისათვის;
  • «Содружество Искусств». Межгосударственный информационно-аналитический журнал о культуре и искусстве государств-участниковСНГ. Почетная Грамота Кетеван Мамиевне Ахобадзе за содействие виздании номера журнала посвященного Грузии (15.09.2019.5);
  • Российская Академия Художеств; Международная Ассоциация Выпускников. Диплом (№287/01) Кетеван Мамиевне Ахобадзе, Искусствоведу, доктору социальных наук (PhD) за высокий художественный стиль и научный вклад в искусствоведение, популяризацию и пропаганду культуры и искусства Грузии (12.09.2019).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „შენ რომ იცოდე ადამიანო რა ბედნიერი ვარ“,ჟურნალი „მედიატორი, N3, 2007
  2. „მიშა იაშვილი“, ჟურნალი ლიტერატურა და ხელოვნება, N10, 2010, გვ. 71-75.
  3. „რას გვიამბობენ შოთა ზამთარაძის პეიზაჟები“ ორენოვანი სტატია (ქართულ-ინგლისური), ალბომი, 2011,გვ. 4-13.
  4. „საქართველოს ხელოვნების ფესტივალი“. კატალოგი, შემდგენელი.
  5. ქართველი მხატვრები. წიგნი-კატალოგი მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით. საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი, თბილისი, 2013.
  6. მამია ახობაძის ნამუშევრების გამოფენის კატალოგი. გალერია „ფენიქსი“. პროექტის იდეის ავტორი და შემდგენელი, 2014.
  7. „ქართული ხელოვნების მემკვიდრეობა“. წიგნი-კატალოგი, ქართველი მხატვრები. საქართველოს მხატვართა კავშირი, 2015, გვ.111-117.
  8. „კულტურული მემკვიდრეობის არსი“. საერთაშორისო რეცენზირებადი მულტილინგვისტური სამეცნიერო ჟურნალი „Scripta manent”, №3(23), 2014, გვ. 82-93.
  9. „კულტურის პოლიტიკის არსი“. წერილი პირველი. საერთაშორისო რეცენზირებადი მულტილინგვისტური სამეცნიერო ჟურნალი „Scripta manent”, №4(24), 2014, გვ. 95-104.
  10. „კულტურის პოლიტიკის არსი“. წერილი მეორე. საერთაშორისო რეცენზირებადი მულტილინგვისტური სამეცნიერო ჟურნალი „Scripta manent”, №4(24), 2014, გვ. 105-114.
  11. „კულტურის პოლიტიკის არსი“. წერილი მესამე. საერთაშორისო რეცენზირებადი მულტილინგვისტური სამეცნიერო ჟურნალი „Scripta manent”, №1(25), 2015, გვ. 111-122.
  12. „კულტურული მემკვიდრეობა როგორც ეკონომიკის დარგის განსაკუთრებული საშუალება“. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“, N4(65), 2015, გვ.41-55.
  13. მხატვრული პლაკატი მეორე მსოფლიო ომში როგორც ისტორიული წყარო და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „მაცნე”, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ხელოვნების ისტორიის სერია, №1, 2015, გვ. 145-153.
  14. ქეთევან ახობაძე. ქართული ხელოვნების მემკვიდრეობა. ქართველი მხატვრები. საქართველოს მხატვართა კავშირი, 2015, გვ.11-117.
  15. პირველი მსოფლიო ომი და ქართული სახვითი ხელოვნება. პირველი და მეორე მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია“, საერთაშორისო სიმპოზიუმის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2017. გვ. 123-133.
  16. რეცენზია ნათელა ჯორჯიკიას წიგნისათვის „საქართველოს კულტურული ცხოვრება XIX საუკუნიდან დღევანდელ დღემდე“. ელექტრონული სახელმძღვანელო, სტუ, 2017.
  17. მეორე მსოფლიო ომი და მხატვრული პლაკატი (თანაავტორთან ერთად). პირველი და მეორე მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია“, საერთაშორისო სიმპოზიუმის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2017. გვ.150-160.
  18. დიდი ივანე ჯავახიშვილის „ქართული ხელოვნების ისტორიის შესახებ; „ივანე ჯავახიშვილი - 140, მარადისობის გზა“, შრომების კრებული, სტუ, 2017, გვ. 68-70.
  19. „ხური-მითანური გლიპტიკის სამყაროში“ (რეცენზია თანაავტორთან, ნ. ხაზარაძესთან ერთად, ნინო სამსონიას მონოგრაფიის შესახებ „მითანური გლიპტიკა, 2016). ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობა“ N6, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი; გვ. 181-185, 2017.
  20. „კულტურული მემკვიდრეობა როგორც ეკონომიკის დარგის განსაკუთრებული საშუალება“; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული, თბილისი, გვ. 32-39. 2017.
  21. “ლუვიური იეროგლიფების სამყაროში”. (რეცენზია ნანა ხაზარაძის მონოგრაფიისათვის „ლუვიური იეროგლიფების სემანტიკური კოდები“, მონოგრაფიის მეორე ნაწილის თანაავტორია - ნანა ბახსოლიანი). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „მაცნე”, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ხელოვნების ისტორიის სერია, №2, გვ.205-210, 2017.
  22. ლუვიური ენისა და დამწერლობის შესწავლის ისტორიისათვის, ჟურნალი “ანალები“N13, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისდა პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, გვ. 45-54,2017.
  23. „კვლავ კულტურის პოლიტიკის პრობლემებზე“. ჟურნალი “სვეტიცხოველი“, სტუ, N2, გვ. 180-187. 2017.
  24. თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი. წიგნის პროექტის მენეჯმენტის წევრი,.თბილისის მუზეუმების გაერთიანება,. ISBN 978-9941-27-206-6; 2017, 290 გვ.
  25. რეცენზია სალომე გაბუნიას და ლია მელიქიშვილის წიგნისათვის „შედარებითი მეთოდი ეთნოლოგიაში“. ჟურნალი “ანალები“ N14, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, გვ.452-468, 2018.
  26. ქართული დიპლომატიკის უახლესი შენაძენი. (რეცენზია თანაავტორთან, ნ. ხაზარაძესთან ერთად, გონელი არახამიას მონოგრაფიაზე „სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის“). „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული 18, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, გვ.400-412, 2018.
  27. პეტრე ოცხელის უკვდავების გზა. კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში. 1-ლი საერთაშორისო სიმპოზიუმის (2017 წლის 6-7-8 ივნისი) მასალები. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა., გვ. 189-194,. 2018. თბილისი.
  28. ქართული ოჯახის მემკვიდრეობაც და ტრადიციაც. “გოგა ფიფია-65”. გამომცემლობა „უნივერსალი“,.გვ. 3-8,. 2018.
  29. ქართული კულტურის პოლიტიკის პრობლემატიკისათვის. XI სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული იდენტობის იდეა ხელოვნებაში“ თეზისები. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გვ.87-88 (ქართ), გვ.166-167, 26-27ივნისი,. 2018.
  30. „სახელმწიფო და კულტურის პოლიტიკა“. მონოგრაფია. გამომცემლობა „უნივერსალი“. 2018. 210 გვ.
  31. The World of Roland Dumbadze, Ful of Kindness. ჟურნალი „განათლება“., გვ. 21-27,. სტუ. 2019.
  32. როლანდ დუმბაძის სიკეთით აღსავსე სამყარო (ორენოვანი სტატია). როლანდ დუმბაძე, კატალოგი, საქართველოს მხატვართა კავშირი (რედაქტორი და სტატიის ავსტორი),. 2-6 გვ,. 2018.
  33. ორი რეცენზია ნ.ხაზარაძესთან ერთად წიგნში „საისტორიო სამეცნიერო ძიებანი დამოუკიდებელ საქართველოში“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. გვ.190-214. 2018.
  34. ქართული კულტურის პოლიტიკის პრობლემატიკისათვის. XI სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული იდენტობის იდეა ხელოვნებაში“შრომების კრებულის მასალები. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 26-27ივნისი, გვ. – 5-14. 2019.
  35. თბილისური ვერნისაჟები და თანამედროვე ქართული ფერწერის პრობლემატიკა (წერილი პირველი). საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“, გვ. 37-48. 2019.
  36. როლანდ დუმბაძის სიკეთით აღსავსე სამყარო. წერილი მეორე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“N2(79), გვ. 27-32. 2019
  37. ზურაბ ჭედია. ორენოვანი სტატია საიუბილეო კატალოგისათვის. აფხაზეთის კულტურისადა ხელოვნების ცენტრი, აფხაზეთის მხატვართა კავშირი. გვ.3-6,. 2018.
  38. თემურ სამადაშვილის ნახატების „იდუმალი სამყარო“, ორენოვანი სტატია საიუბილეო კატალოგისათვის. (რედაქტორი, დიზაინი). საქართველოს მხატვართა კავშირი. გვ. 3-13,. 2019.
  39. თემურ სამადაშვილი, გამოფენის ბუკლეტი. ორენოვანი სტატია (შემდგენელი, დიზაინი). საქართველოს მხატვართა კავშირი. 2019
  40. „თაობათა ცვლა“- გამოფენათა ციკლი. ილია მჭედლიშვილი, კატალოგი (შემდგენელი, დიზაინი). საქართველოს მხატვართა კავშირი. 2019.
  41. ზურაბ წერეთელი-85. (რუსულენოვანი სტატია). Межгосударственный информационно-аналитический журнал о культуре и искусстве государств – участников СНГ „Содружество Искусств“, N1. 2019.
  42. მამია ახობაძე - წერილი მამას. (რუსულენოვანი სტატია). Межгосударственный информационно-аналитический журнал о культуре и искусстве государств – участников СНГ „Содружество Искусств“, N1. 2019.
  43. „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ (რუსულენოვანი სტატია). Межгосударственный информационно-аналитический журнал о культуре и искусстве государств – участников СНГ „Содружество Искусств“, N1. 2019.
  44. ქალ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა. (შესავალი წერილი, ქართულ და ინგლისურ ენაზე), საქართველოს მხატვართა კავშირი. გვ.2. 8.03.2019.
  45. ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების გამოფენის კატალოგი. (შესავალი წერილი, ქართულ და ინგლისურ ენაზე), საქართველოს მხატვართა კავშირი. 2019.
  46. ილუსტრირებული წიგნი „კათოლიკე ეკლესია საქართველოში“.მე-2 საერთაშორისო სომპოზიუმის (5-7.06.2018) მასალები. საქართველოს რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და საეკლესიო ერთიანობის კომისია. თბილისი. გვ. 241-247. 2019.
  47. ილუსტრირებული წიგნი „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ – (ავტორი მ. ქუთათელაძე, წინასიტყვაობა - ქ.ახობაძე, ერთ-ერთი რედაქტორი). 710 გვ. 2019.
  48. სახელმწიფო და კულტურის პოლიტიკა. მსჯელობა და მოსაზრებები სახელმწიფოს და კულტურის პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულებების შესახებ. Publisher: GlobeEdit/ Germany. ISBN: 978-613-9-41723-0. 140 p. 2019.
  49. აშშ-ს გამოცდილება კულტურის სფეროს რესურსების მართვის მიმართულებით; ქართულ-ამერიკული კვლევის შედარებითი ანალიზი. ჟურნალი “ანალები“ N15, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, გვ.325-343, 2019.
  50. ქალის „იდუმალი“ სამყარო - პატრიცია (მარი) დელონე. ალბომი. (შესავალი ორენოვანი წერილი, ქართულ და ინგლისურ ენაზე). გვ.4-13. 2020.
  51. კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობის და ინტეგრაციის პრობლემატიკის საკითხი პოლიეთნიკურ საზოგადოებაში რეცენზია ლია მელიქიშვილის წიგნზე „ტრადიციული კულტურა და საზოგადოება“. ჟურნალი “ანალები“ N16, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, გვ.330-362. 2020.
  52. კულტურის მნიშვნელობის და როლის გააზრებისათვის თანამედროვე საზოგადოებაში. „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული 20, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, გვ.400-412, 2020.
  53. კულტურა და კულტურული ფასეულობები როგორც საზოგადოების მორალური სახის ანარეკლი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „მაცნე”, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ხელოვნების ისტორიის სერია, N2,. გვ. 195-208. 2020.
  54. Проблематика противоречий между цивилизациями. Рецензия книги «Где кавказская цивилизация?» Академика Р.Метревели. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „მაცნე”, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ხელოვნების ისტორიის სერია, N2,. გვ. 221-232. 2020.
  55. ისლამური ხედვის განვითარება მსოფლიოში შარიათის მიზნების ჭრილში. მუჰამმად ომერ ჩაპრა. რედაქტორი (ტექსტის და თარგმანის რედაქტირება).56 გვ. 2021.
  56. კულტურულ-ისტორიული ურბანული ლანდშფტის მართვის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და XXI საუკუნის ურბანული გამოწვევები (ავსტრალია, ჩინეთი, ეკვადორი, პაკისტანი, ტანზანია, იტალია, ნიდერლანდები და საქართველო). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „მაცნე”, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ხელოვნების ისტორიის სერია, N1,. გვ. 195-208. 2021.
  57. კოვიდ-პანდემია, გამოწვევები და ქართველი მხატვრები. ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენის კატალოგი (ტექსტი ქართულ-ინგლისურ ენებზე). საქართველოს მხატვართა კავშირი. 2021

რედაქტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ივანე ჯავახიშვილი - 140, მარადისობის გზა“, შრომების კრებული, რედაქტორი, კომპიუტერული უზრუნველყოფა და გარეკანის დიზაინი. თბილისი, 2017.
  • პირველი და მეორე მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია“, საერთაშორისო სიმპოზიუმის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, პასუხისმგებელი რედაქტორი. 2017.
  • გოგა ფიფია - 65. გამომცემლობა “უნივერსალი“,წიგნის შემდგენელი და რედაქტორი. 2018.
  • ილუსტრირებული წიგნი „საქართველოს კათოლიკური ეკლესია " - ერთ-ერთი რედაქტორი. 2019
  • თემურ სამადაშვილი. კატალოგი. რედაქტორი. 2019
  • ისლამური ხედვის განვითარება მსოფლიოში შარიათის მიზნების ჭრილში. მუჰამმად ომერ ჩაპრა. რედაქტორი (ტექსტის რედაქტირება) 57 გვ. 2021.

რეცენზენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნანა ხაზარაძის მონოგრაფია „ლუვიური იეროგლიფების სემანტიკური კოდები“, რეცენზენტი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2017.
  • ნანა ხაზარაძე, ნანა ბახსოლიანი - მონოგრაფია „ლუვიური იეროგლიფების სემანტიკური კოდები“, რეცენზენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2017.
  • ნათელა ჯორჯიკია „საქართველოს კულტურული ცხოვრება XIX საუკუნიდან დღევანდელ დღემდე“. ელექტრონული სახელმძღვანელო, სტუ, 2017.
  • რეცენზია ნინო სამსონიას მონოგრაფიის შესახებ მითანური გლიპტიკა, „ხური-მითანური გლიპტიკის სამყაროში“ (თანაავტორთან, ნ. ხაზარაძესთან ერთად). ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობა“ N6, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი; 2017.
  • რეცენზია გონელი არახამიას მონოგრაფიაზე „სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის“). „ქართული დიპლომატიკის უახლესი შენაძენი“ (თანაავტორთან, ნ. ხაზარაძესთან ერთად), „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული 18, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, 2018.
  • რეცენზია სალომე გაბუნიას და ლია მელიქიშვილის წიგნისათვის „შედარებითი მეთოდი ეთნოლოგიაში“. ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, ჟურნალი „ანალები“ N14, 2018.
  • ორი რეცენზია ნ.ხაზარაძესთან ერთად წიგნში „საისტორიო სამეცნიერო ძიებანი დამოუკიდებელ საქართველოში“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. გვ.190-214. 2018.
  • კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობის და ინტეგრაციის პრობლემატიკის საკითხი პოლიეთნიკურ საზოგადოებაში რეცენზია ლია მელიქიშვილის წიგნზე „ტრადიციული კულტურა და საზოგადოება“. ჟურნალი “ანალები“ N16, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, გვ.330-362, 2020.
  • Проблематика противоречий между цивилизациями. Рецензия книги «Где кавказская цивилизация?» Академика Р.Метревели. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალი „მაცნე”, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ხელოვნების ისტორიის სერია, N2,. გვ. 221-232. 2020.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]