ქარონი (მითოლოგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქარონი (მრავალმნიშვნელოვანი).
«ქარონს მდინარე სტიქსზე გადაჰჰყავს გარდაცვლილთა სულები».მაკოვსკი კ. ე. 1861.

ქარონი [ბერძ. Charōn] — ბერძნულ მითოლოგიაში: მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოს მდინარეზე საფასურით გადაჰყავდა გარდაცვლილთა სულები.

ქარონი, ავისმომგვრელი უკვდავი მოხუცი. ბერძნულ მითოლოგიაში არის საკმაოდ ბევრი გზა რომლებიც მიწისქვეშა სამეფოში მიდის: გამოქვაბულები, მდინარეები, უფსკრულები, ხეობები, ჭაობები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც დედამიწის წიაღში ესე იგი სულების სიკვდილის სმეფოში მიდის. მიუხედავად იმისა რომ საიქიოს კარიბჭე ისე ახლოს გვგონია და თითქოს გვიწვდის ხელს, ჰადესი ძნელად თუ აღებს ცოცხალთათვის, თუგინდ გმირი იყო.ჰერაკლე, ორფეოსი, თესევზი - აი ის ცოტა მოკვდავი ვინც ცოცხალმა მოახერხა იქ ყოფნა.

რომ მოხვდე გარდაცვლილთა სამეფოში საჭიროა მდინარე სტიქსის ან აქერონტის გადალახვა, და რა თქმა უნდა საჭიროა მოხუცი მენავის - ქარონის მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც გადაჰჰყავს მკვდართა სულები. ქარონი არის მოხუცი-ღვთაება, ორი გავლენიანი ღმერთის ერებას - მდინარის ღმერთის და ღამის შვილი. ჰადესმა უბრძანა სამუდამოდ გარდაცვლილთა სულების გადაყვანა, იმ პირობით თუ ისინი მიღებული წესით იქნებიან დასაფლავებულები. ქარონი უმოწყალოდ უბიძგებდა მათ ვინც მოკლებული იყო საფლავს, ისინი ასწლეულობით დაძრწიან მდინარის პირას. ის ასევე გზას უღობავს ცოცხლებსაც რომლებიც ჰადესისა და პერსეფონას სამყოფელში მოისურვებს მისვლას. ქარონი - როგორც საძაგელი პერსონაჟი - ჰყავს გამოყვანილი ვირგილიუსს თავის "ენეიდაში" [1] სუსტი, საშინელი მოხუცი, გრძელი გაბურძგნული თეთრი წვერებით, მკაცრი ცეცხლოვანი თვალებით. ჩაცმული ჭუჭყიან თეთრ მოსასხამში. ის იდგა თავის ნავში და ორივე ხელით ნიჩაბი ეჭირა. ის წკეპლით იშორებს არასასურველ სულებს. ასევე ის ნავში აჰჰყავს მხოლოდ ისინი, ვისაც შესწევთ რამის გადახდა (გარდაცვლილს ამიტომაც პირში ფულს უდებდნენ). საბერძნეთში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ რიტუალებს. უძველესი პოეტები როგორებიც არიან -ჰომეროსი, ჰესიოდე ჩანს არ იცნობდნენ ამ პერსონაჟს, ისინი საერთოდ არსად არ მოიხსენიებენ მას.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ვირგილიუსი. "ენეიდა"
  2. მითოლოგიის ატლასი. L'atlas de la Mythologie. fr. -მ. 2001.- 224. ფ.65