ფუა-გრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუა-გრას მზა კერძი

ფუა-გრა (ფრანგ. Foie gras /fwɑːˈgrɑː/, "ცხიმიანი (სქელი) ღვიძლი") არის ბატის ან იხვის ღვიძლი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის გასქელებული (გაცხიმოვანებული) ე.წ. ფრანგული წესით. ფუა-გრას პატეს ასევე სტრასბურგის ორცხობილას უწოდებნენ, ვინაიდან ერთ დროს ეს ქალაქი ამ პროდუქტის მთავარი მწარმოებელი იყო.

ფუა-გრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგად ცნობილი დელიკატესია ფრანგულ კულინარიაში და მის გემოს აღწერენ როგორც გაჯერებულს, მსუყეს და დელიკატურს, განსხვავებით ჩვეულებრივი ბატის ან იხვის ღვიძლისგან. ფუა-გრა იყიდება, როგორც მთელი, ისე მუსის, პარფეს ან პაშტეტის ფორმით მომზადებული და, როგორც წესი, სხვა საკვებთან თანმხლები პროდუქტია.