ფოსფორის ციკლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინერალებისა და ცხოველთა ძვლების შედგენილობაში ფოსფორი ძირითადად კალციუმის ფოსფატის სახით შედის. ფოსფატური ქანებიდან ფოსფორს მცენარე მხოლოდ მჟავა ნიადაგებიდან იტვისებს. მჟავას მოქმედებით ნიადაგში არსებული წყალში უხსნადი ფოსფატები წყალში ხსნად დიჰიდროფოსფატებად გარდაიქმნება და მცენარის ფესვებით შეიწოვება. კვებითი ჯაჭვით მცენარეთა ორგანიზმებიდან ორგანული ფოსფორი ცხოველთა ორგანიზმებში გადაადგილდება. მოხმარებისა და ორგანიზმების სიკვდილის შემდეგ ფოსფორი ისევ მთის ქანებსი დაილექება ან გრუნტის წყლით წყალსატევებში ჩაედინება. წყალმცენარეების მიერ შთანთქმული ფოსფორი ისევ კვებით ჯაჭვში ერთვება და ილექება.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.