ფიჭვიანის ნასოფლარი
ფიჭვიანის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჭვიანიდან 1 კილომეტრზე, საჯვარეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ტერიტორიაზე დადასტურდა ნასახლარი ბუდეები. იქვე შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები ეკლესიის სამხრეთ კედლის ორი რიგი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბერიძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 418.