ფედერალური ტერიტორიები (მალაიზია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფედერალური ტერიტორიების დროშა.

მალაიზიის ფედერალური ტერიტორიები შედგება სამი ნაწილისგან: კუალა-ლუმპური, პუტრაჯაია და ლაბუანი, რომლებიც პირდაპირ მალაიზიის ფედერალური მთავრობის მიერ იმართება. კუალა-ლუმპური მალაიზიის ეროვნული დედაქალაქია, პუტრაჯაია ადმინისტრაციული დედაქალაქი, ხოლო ლაბუანი საერთაშორისო ოფშორული ფინანსული ცენტრი. კუალა-ლუმპური და პუტრაჯაია წარმოადგენენ ანკლავს სალანგორის შტატში. ლაბუანი კი წარმოადგენს კუნძულს საბაჰის სანაპიროსთან.

ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიები იმართებიან ფედერალური ტერიტორიების სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ, რომელიც პრემიერ-მინისტრ აბდულა აჰმად ბადავის მიერ 2006 წლის 27 მარტს შეიქმნა. ფედერალური ტერიტორიების პირველი მინისტრი ისა აბდულ სამადი იყო, ხოლო 2013 წლიდან სამინისტროს ტენგკუ ადნან ტენგკუ მანსორი მართავს.

დროშები და ჰიმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერალური ტერიტორიების ოფიციალური ფიმნია: Maju dan Sejahtera (პროგრესი და კეთილდღეობა). ფედერალური ტერიტორიების საერთო დროშასთან ერთად, თითოეულ წევრს ასევე აქვს საკუთარი დროშაც:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]