ფარმაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
XIV საუკუნის აფთიაქი.

ფარმაცია (ბერძნ. pharmakeia წამალი; წამლის გამოყენება), იმ სამეცნიერო-პრაქტიკული დისციპლინების კომპლექსი, რომლებიც შეისწავლის საწამლე საშუალებათა ძიების, მოპოვების, გამოკვლევის, დამზადების, შენახვისა და გაცემის პრობლემებს. ფარმაკოლოგიასთან ერთად ფარმაცია შეადგენს მეცნიერებას წამლების შესახებ. ფარმაციას განეკუთვნება ფარმაცევტული ქიმია, ფარმაცევტული პრეპარატებისა და საწამლე ფორმების ტექნოლოგია, სასამართლო ქიმია, ფარმაკოგნოზია, ფარმაციის ორგანიზაცია და ეკონომიკა და სხვა. ფარმაციის პერსპექტული მიმართულებაა ბიოფარმაცია, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად დამოკიდებულია წამლის ეფექტი მისი გამოყენების ფორმაზე და წამლის დამზადების ტექნოლოგიურ თავისებურებებზე.