ფარახეთის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარახეთის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარახეთის სამების ეკლესია ახალი აღდგენილია. ამ ადგილას შუა საუკუნეებში აგებული ეკლესიის ნაშთი იყო, რომლის ადგილას ახალი ეკლესია ააშენეს. ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული კვადრებით, გამოყენებულია ცემენტის ხსნარი. ეკლესიის გადახურვა ორფერდაა, გადახურულია თუნუქით. ტაძარი დარბაზული ტიპისაა, საკმაოდ მოზრდილი. ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ კედელშია დატანილი. ეკლესიის შიდა სივრცე ნათდება დასავლეთით და აღმოსავლეთით დატანილი თითო-თითო და სამხრეთ კედელში დატანილი ორი ვიწრო სარკმლით. დასავლეთ ფასადზე, არქიტრავის ქვაზე ე.წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული. ეკლესიის ჩრდილოეთით რამოდენიმე მეტრში 4 სვეტზე დაყრდნობილი ღია თაღოვანი სამრეკლოა აგებული. ეკლესიის აღმოსავლეთით პატარა ნაგებობაა ჩადგმული, რომელსაც საცხოვრებლის, კელიის ფუნქცია აქვს. ეკლესიის ეზოში სავარაუდოდ ძველი ეკლესიის კაპიტელი და რამოდენიმე არქიტექტურული დეტალია განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16706