ფანშეტის ყოვლადწმინდის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფანშეტის ყოვლადწმინდის ხატი — საკულტო ძეგლი, მდებარეობს სოფელ ფანშეტის ჩრდილოეთით, მთის წვერზე.

სალოცავი ოთხწახნაგა პრიზმის ფორმის მასიური ნაგებობაა. ნაშენია ფქლით, წყობა მშრალია. შეთეთრებულია კირით. მთავარი ფასადი დასავლეთიდანაა. კედლის წყობაში დატანებულია მცირე ზომის ოთხკუთხა თახჩა. იქვე დევს დიდი ფიქლის ქვა — თახჩის სარქველი. ხატის სახურავზე დევს ქვა, რაშიც დროშის ჩასამაგრებელი ღრმულია ამოკვეთილი. ნაგებობის ქვემოთ, ფიქლის ქვით შემოღობილ დავაკებაზე საუფროსოა, ქვის მაგიდით და ქვისავე სკამებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]