უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰოლის მთავარი შესასვლელი
შენობის პროფილი გრანდ ავენიუდან

უოლტ დისნეის საკონცერტო ჰოლი ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, ლოს-ანჟელესისი მუსიკის ცენტრის მეოთხე ჰოლია. შენობას მთელი ბლოკი უჭირავს ჰოუპ სტრიტის, გრანდ ავენიუსა და პირველ და მეორე ქუჩებს შორის. დიდი საკონცერტო დარბაზის ტევადობა 2.265 მსმენელია. ჰოლი ლოს-ანჟელესის ფილარმონიული ორკესტრისა და მასტერ ქორალის რეზიდენციაა.

ფრენკ გერის პროექტის ლითონის ფირფიტებით შემოსილი შენობა 2003 წლის 23 ოქტომბერს გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ შენობის არქიტექტურამ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გამოიწვია, საკონცერტო ჰოლის აკუსტიკამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.