უნივერსალური ექსპოზიცია (1900)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე III-ის ხიდი

1900 წლის მსოფლიოს უნივერსალური ექსპოზიცია (Exposition Universelle) — მსოფლიო გამოფენა ჩატარებული საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, XIX საუკუნის უმნიშვნელოვანესი მიღწევების აღსანიშნავად და მომავალი საუკუნის განვითარების დასაჩქარებლად. ექსპოზიცია 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა (იმ დროის მსოფლიო რეკორდი), თუმცა ორგანიზატორებისთვის მომგებიანი არ ყოფილა და საფრანგეთის მთავრობას 2 მილიონი ფრანკი დაუჯდა. ექსპოზიციაზე 76.000 საგამოფენო სტენდი იყო და 1,12 კვ. კმ ფართობი ეჭირა.

ამ ექსპოზიციაზე მოხდა პირველად ხმოვანი კინოსა და ესკალატორის პრეზენტაცია. აქვე გამოფენილი იყო პანორამების და პანორამული ტექნოლოგიების დიდი რაოდენობა, როგორიცაა სინეორამა, მარეორამა და ტრანს-ციმბირული რკინიგზის პანორამა.

ექსპოზიცია გრძელდებოდა 14 აპრილიდან 10 ნოემბრამდე. სპეციალურმა კომიტეტმა გუსტავ ეიფელის ხელმძღვანელობით ოქროს მედალი მიანიჭა ლავრ პროსკურიაკოვის პროექტს ენისეის ხიდისთვის კრასნოიარსკში.

სპეციალურად ექსპოზიციისთვის აგებულ იქნა პარიზის მრავალი დღეისთვის ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ლიონის სადგური, ორსეს სადგური (ამჟამად ორსეის მუზეუმი), ალექსანდრე III-ის ხიდი, გრან პალე, ლა რუში, და პეტი პალე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: