უკანუბნის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანუბნის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უკანუბანში. აგებულია VI საუკუნეში.

ციხეში ჩართული დიდი, მასიური კოშკი ზურგიანია. ექვსსართულიან კოშკს ორი-სამი მეტრის სისქის კედლები აქვს. კოშკის ექვსივე სართული შიგნითა მოცულობა გარეთა ფორმებს იმეორებს. მისი ქვედა ნაწილი ყრუა, ერთადერთი კარი მოთავსებულია პირველ სართულზე ოთხი მეტრის სიმაღლეზე. ასე მაღლა მოწყობილ კარზე მიდგმული იყო ხის გადასატანი კიბე. კოშკი სამი მხრიდან ყრუა. სარკმლები და კარი განლაგებულია მდინარისაკენ მიქცეულ სწორ კედელში. არც კოშკის ხის სართულშუა ბანური გადახურვა შემორჩენილა. კოშკს თავდაცვითი ელემენტები არ გააჩნია. შესაძლოა, იგი მშვიდობიან დროს საცხოვრებლად იყო გამოყენებული, ან მხოლოდ მტრის შემოსევის დროს შედიოდნენ შიგ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წყალსა და სანოვაგეს, ალბათ, პირველი სართულის იატაკ ქვეშ უჯრედებად დაყოფილ სარდაფში ინახავდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 170-171