უკანაუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანაუბნის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ უკანუბანში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

სოფლიდან დასავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ცხრაზმის მარჯვენა ნაპირას მდებარე მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, არქიტრავული სარკმელი. კონქზე გადასვლა ხდება მარტივპროფილიანი ტრომპების საშუალებით. სატრიუმფო თაღის მარცხენა ნაწილი კრონშტეინებს ეყრდნობა, მარჯვენა კი კედლის წყობაში იძირება.ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. თაღი შირიმის ქვისაა. დასავლეთ სარკმელი არქიტრავულია. ასეთივეა სამხრეთის შესასვლელიც, რომელსაც ნაოთხალები აქვს. იატაკი მიწაყრილია. ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითა ანაგები. წყობა სწორხაზოვანია. ლავგარდანი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია ფიქალი. სამხრეთიდან მინაშენის კვალი იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 167-168