უზუფრუქტი (უფლება)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უზუფრუქტი — უფლება სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით სარგებლობისა იმ პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება; უძრავი ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. პირი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, თუმცა მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. ამ ნივთის გაქირავების ან გადაცემისთვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე; უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო, დროებითი ან მისი მიღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 242, 244.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]