უდარდელი ტყის მეგობრები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერიალის ლოგო

Happy Tree Friends — კომპანიის Mondo Mini Shows ფლეშ–ანიმაციური ფილმების სერია, შექმნილი როდ მონტიჯოს, კენ ნავაროს, უორენ გრაფის და ობრი ანკრუმის მიერ. ეს შოუ გახდა პოპულარული ინტერნეტის მეშვეობით - ფენომენალური სადებიუტო სერიების შემდეგ იგი ნამდვილ კულტურულ მოვლენად იქცა. სერიალი გადიოდა MTV-ს ეთერში.

როგორც მითითებულია სერიალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ის არ არის რეკომენდებული უმცროსი ასაკის მაყურებლისათვის. მიუხედავად სერიების და მათი პერსონაჟების ბავშვური შესახედაობისა, ანიმაციური ფილმი შეიცავს სასტიკ სცენებს. მის ყველა ეპიზოდში არის სისხლი და ძალიან მტკივნეული, სისხლიანი სეგმენტები.

ანიმაციურ ფილმში თითქმის არ არის დიალოგი და, მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ ჟღერს სხვადასხვა სიტყვები, მათი გარჩევა შეუძლებელია.

Happy Tree Friends–ის შექმნის იდეა მოუვიდა როდ მონტიჯოს, როდესაც მან დახატა ყვითელი კურდღელი (ანიმაციურ ფილმში სახელად კადლსი) და იქვე მიაწერა: "შეწინააღმდეგება ამაოა".

ანიმაციურმა ფილმმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მისი ნახვა დღეისათვის უკვე შეიძლება ფრანგულ, ჰოლანდიურ, გერმანულ, პოლონურ, ფილიპინურ, ბრაზილიურ, ლიტვურ, ჩინურ, იტალიურ, ბრიტანულ, ავსტრალიულ და ლათინო–ამერიკულ MTV-ზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]