უდაბნოს ჩამძვრალიხევის სადგომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს ჩამძვრალისხევის სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სამხრეთ-დასავლეთით, 8-10 კილომეტრზე, ჩამძვრალისხევის მარჯვენა ნაპირზე. მიაგან დაახლოებით 80-100 მეტრის დაშორებით, გორაკ-ბორცვებიან ზოლში, "ღია" სადგომი განეკუთვნება აშელის მეორე ნახევარს.

სადგომი 1980 წელს გამოავლინა და შეისწავლა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ( ხელმძღავენელი კ. ფიცხელაური). მასალა შეგროვდა ბორცვების შორის მდებარე ბალახითა და ნაშალი ქვით დაფარულ, ხევისკენ დახრილ ღარტაფში, აღმოჩნდა: ერთი ერთფუძიანი გრძივი ნუკლეუსი ( სიმაღლე 6 სანტიმეტრი, სიგრძე - 5,2 სანტიმეტრი, - სისქე 2,2 სანტიმეტრი). ცხრა მოგრძო ან დაბალი, ფართო, შემთხვევითი მოყვანილობის. საშუალო ზომის ანატკეცი და ერთი ნუშისებრი, მთლიანი კაჭრისგან გამოთლილი ხელნაჯახი. ყველა მათგანი მერგელისაა და დაფარულია გაჯისფერი ან მონაცისფრო, სქელი პატინით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]