უდაბნოს მეხუთე გორასამარხების ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უდაბნოს გორასამარხების ველი.

უდაბნოს მეხუთე გორასამარხების ველი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოდან 30 კილომეტრის მოშორებით, არხაშენისხევის მარჯვენა მხარეს. განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულს.

ძეგლი 1990 წელს აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. სამარხები ორმოიანია. ორმოები გადახურულია ქვით, სამარხებში აღმოჩნდა თითო მიცვალებული, რომლებიც დაკრძალულები არიან მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთისაკენ. სამარხებში დადასტურდა სხვადასხვა თიხის ჭურჭლები.

ძეგლზე მოპოვებული მასალა ინახება საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]