ტყარშეტის კვირას (კვირიას) ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყარშეტის კვირას (კვირიას) ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის განაპირას. განეკუთვნება განვითარებული შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6x4,5 მეტრი). ნაგებია მოზრდილი ქვის კვადრებით. ქვები ჰორიზონტალურ რიგებადაა დაწყობილი. ყველაზე კარგად შემორჩენილია აღმოსავლეთი კედელი. დანარჩენი კედლების სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომლის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ღიობი ქვემოთკენ ოდნავ გაგანიერებულია და საფეხურებიანი რაფა აქვს. სარკმლის ქვემოთ კუბური ფორმის ქვის ტრაპეზი დგას. მასზე ქვისგან გამოკვეთილი მცირე ჯვარია დადგმული. საკურთხეველი დარბაზის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. აღმოსავლეთის ფასადის სამხრეთ კუთხეში შემორჩენილია ლავგარდნის ერთი სწორკუთხა პროფილის ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]