ტურინის სტადიო ოლიმპიკო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტურინის სტადიო ოლიმპიკო

ტურინის სტადიო ოლიმპიკო — საფეხბურთო სტადიონი ტურინში, იტალია.

სტადიონი ოლიმპიკო აშენდა 1933 წელს, 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის. მისი ტევადობა იყო 65 000. მისი სახელწოდება იყო Stadio Mussolini ბენიტო მუსოლინის პატივსაცემად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მას სახელი გადაერქვა და დაერქვა კომუნალე. დიდი ხნის განმავლიბაში მასზე ტორინო და იუვენტუსი მართავდნენ საშინაო მატჩებს, სანამ 1990 წელს აგებული არ იქნა სტადიონი დელე ალპი.

ამჟამად სტადიონის ტევადობა არის 27 128. ეს სათამაშო არენა არ არის გადახურული. აქ გაიმართა 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალი. ოლიმპიური თამაშების შემდეგ სტადიონს სახელი შეეცვალა და დაერქვა Stadio Grande Torino (დიდი ტორინოს სტადიონი) 1949 წელს ტურინის დაღუპულ ფეხბურთელთა პატივსაცემად. ტორინო და იუვენტუსი მანამ ითამაშებენ ამ სტადიონზე, სანამ დელე ალპის რეკონსტრუქცია არ დამთავრდება.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: