ტრეტიაკოვის გალერეა (მოსკოვი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაველ ტრეტიაკოვის პორტრეტი, რეპინი

სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეა (რუს.: Государственная Третьяковская галерея, მის.: მოსკოვი, ლავრუშინსკი პერეულოკ 10) მსოფლიოში რუსული ხელოვნების მოწინავე მუზეუმია მოსკოვში, რუსეთი.

გალერეის ისტორია იწყება 1856 წლიდან, როდესაც მოსკოველმა ვაჭარმა პაველ ტრეტიაკოვმა (1832-98) შეისყიდა მისი თანამედროვე რუსი მხატვრების ნამუშევრები საკუთარი კოლექციის შექმნის მიზნით, რომელიც შესაძლოა მომავალში ხელოვნების ეროვნულ მუზეუმად გადაქცეულიყო. 1892 წელს ტრეტიაკოვმა მისი უკვე განთქმული კოლექცია რუს ხალხს წარუდგინა.

გალერეის მთავარი შენობის პროექტი ეკუთვნის მხატვარ ვიქტორ ვასნეცოვს და ის განსაკუთრებულ რუსულ ზღაპრულ სტილშია გადაწყვეტილი. შენობა აიგო 1902-04 წლებში მოსკოვის კრემლის სამხრეთით. მე-20 საუკუნის განამვლობაში გალერეა გაფართოვდა და მოიცვა რამდენიმე მეზობელი შენობაც, მათ შორის მე-17 საუკუნის წმ. ნიკოლოზის ეკლესია ტოლმაჩიში. ახალი შენობა კრიმსკი ვალზე მიეძღვნა თანამედროვე რუსული ხელოვნების ნიმუშებს.

ამჟამად კოლექცია 130.000-ზე მეტ ნიმუშს შეიცავს, ანდრეი რუბლიოვის ”სამებიდან” ვასილი კანდინსკის მონუმენტური ”კომპოზიცია VII”-ითა და კაზიმირ მალევიჩის ”შავი კვადრატით” დამთავრებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]