ტონდანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტონდანო
კოორდინატები: 1°13′40″ ჩ. გ. 124°53′52″ ა. გ. / 1.228000° ჩ. გ. 124.898000° ა. გ. / 1.228000; 124.898000
მდებარეობა სულავესი, ინდონეზია
ტერიტორიული ერთეული ჩრდილოეთი სულავესი
სიმაღლე ზღვის დონიდან 600 
ტონდანო — ინდონეზია
ტონდანო
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტონდანო — ტბა ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სულავესიზე, ქალაქ მანადოდან 36 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლეზე და წარმოადგენს ჩრდილოეთ სულავესის პროვინციის უდიდეს ტბას.[1]

ბოლო წლებში ტონდანოს ტბაში წყლის დონის მკვეთრი კლება ფიქსირდება. 1934 წელს ეს მაჩვენებელი 40 მეტრს შეადგენდა, 1993 წელს 23 მეტრს, 1996 წელს 18 მეტრს, ხოლო 2010 წელს კრიტიკულ ნიშნულს, 12 მეტრს მიუახლოვდა.[2]

ტბაში ბინადრობს თევზის ენდემური სახეობა Tondanichthys kottelati.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tondano Lake.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-01. ციტირების თარიღი: 2015-10-19.
  3. ტონდანო(ინგლისური) FishBase-ის მონაცემთა ბაზაში