ტოკიოს ტელეანძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოკიოს ტელეანძა

ტოკიოს ტელეანძა (東京タワー Tōkyō tawā, Tokyo Tower) — ლითონის კოშკი ტოკიოს შიბას პარკში, იაპონია. 333 მ სიმაღლით ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი თავისუფლად მდგომი ლითონის კონსტრუქციაა და ყველაზე მაღალი, ადამიანის მიერ შექმნილი, ნაგებობა იაპონიაში.

შენობის დიზაინი პარიზის ეიფელის კოშკს ეყრდნობა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეიფელის კოშკზე 9 მეტრით მაღალია ტოკიოს ტელეანძა მხოლოდ 4000 ტონას იწონის, მაშინ როდესაც ეიფელის კოშკი დაახ. 7300 ტონაა.

ტელეანძა შეღებილია თეთრად და საერთაშორისო ნარინჯისფრად საჰაერო უშიშროების მოთხოვნების თანახმად. შებინდებიდან შუაღამემდე ტელეანძა ნარინჯისფრად კაშკაშებს. განათების შეფერილობა დროდადრო იცვლება განსაკუთრებული მოვლენების მიხედვით; მაგ. კინოფილმ მატრიცას იაპონურ პრემიერაზე ტელეანძა ნეონისფერ მწვანედ ანათებდა.

ვინაიდან გარშემო მხოლოდ დაბალი შენობები აკრავს, ტოკიოს ტელეანძის ხილვა შეიძლება ტოკიოს ცენტრალური რაიონების მრავალი წერტილიდან, როგორიცაა როპონგის მაღლობები, ტოკიოს უბე, იმპერიული სასახლის აღმოსავლეთის ბაღები და შინჯუკუს სადგურის სამხრეთის ბაქნიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]