ტეცუია იამაგამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტეცუია იამაგამი
დაბ. თარიღი 1980/1981
დაბ. ადგილი მიეს პრეფექტურა, იაპონია
ეროვნება იაპონელი
მოქალაქეობა იაპონიის დროშა იაპონია
დაპატიმრების თარიღი 8 ივლისი, 2022
იარაღი ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი

ტეცუია იამაგამი (იაპონ. 山上徹也) — იაპონიის საზღვაო თავდაცვის წევრი 2002-2005 წლებში. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს მკვლელი. იამაგამიმ შინძო აბე მოკლა ხელნაკეთი მუშეტის ტიპის იარაღით. დანაშაულის ადგილზე დააკავა ნარას პრეფექტურის პოლიციამ და გადაიყვანეს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში. მან დანაშაული პოლიციაში აღიარა.[1][2][3][4][5]

იამაგამი დაიბადა მიეს პრეფექტურაში.[6] მას სკოლაში ახასიათებდნენ, როგორც ჩუმს და თავშეკავებულს, მან სკოლის დამთავრებისას ალბომში ჩაწერა, რომ „აზრზე არ იყო“ რა უნდოდა მომავალში.[7][8] იამაგამი გაწევრიანდა იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებში წლებში 2002 წლის აგვისტოში, განამწესეს კურეს საზღვაო ბაზაზე და მსახურობდა გამანადგურებელ მაცუიუკიზე.[9][7][10] სამსახური დატოვა 2005 წლის აგვისტოში.[9][11] მსახურობისას იამაგამის ცეცხლსასროლი იარაღით წვრთნა ჰქონდა ყველ წელს, წელში ერთხელ.[12][11]

2020 წლის ოქტომბერში იამაგამიმ მუშაობა დაიწყო კიოტოს პრეფერქტურაში, ქარხანაში, რომელიც გაიხსნა კანსაის რეგიონში.[13] მას აქაც ახასიათებენ, როგორც ჩუმს. მან ეს სამსახური 2022 წლის მაისში დატოვა.[14][7][15] იამაგამი უმუშევარი იყო დაკავებისას.[14][16]

იამაგამიმ გამომძიებლებს უთხრა, რომ მკვლელობის მოტივი იყო პიროვნული და არა პოლიტიკური.[17][18][19][20] დედამისი გაკოტრდა მას შემდეგ, რაც დიდი თანხა გადაურიცხა გაერთიანების ეკლესიას, სამხრეთ კორეაში დაფუძნებულ ახალ რელიგიურ მოძრაობას,[21][22][23][16] რამაც იამაგამის შეაძულა ეს რელიგიური ჯგუფი.[24][25] გაერთიანების ეკლესიას ისტორიული კავშირები აქვს აბეს მამასა და ბაბუასთან და თავად აბეც გამოსულა სიტყვით ამ ჯგუფის საქებრად.[26][27][28] იამაგამიმ ეს კავშირები თავდასხმამდე თეებით ადრე გამოიძია და აბე დაადანაშაულა იაპონიაშ ეკლესიის გავლენის გავრცელებაში.[29]

იამაგამიმ განაცხადა, რომ თავდაპირველად გაერთიანების ეკლესიის ლიდერების მოკვლას აპირებდა,[30] თუმცა საბოლოოდ სამიზნედ აბე შეარჩია.[31][32] იგი აბეს უთვალთვალებდა სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის საარჩევნო კამპანიისას ოკაიამას პრეფექტურაში მკვლელობამდე ერთი დღით ადრე და აბეს დღის განრიგს ნარაში თვალ-ყურს ადევნებდა აბეს ვებგვერდის მეშვეობით.[33][34][35] მან ასევე თქვა, რომ თავდასხმას რამდენიმე თვე გეგმავდა და იარაღიც თავად გააკეთა.[36][37]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინ არის ტეცუია იამაგამი?

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Former Japanese PM Shinzo Abe shot in Nara, man in his 40s arrested. NHK Broadcasting. ციტირების თარიღი: 8 July 2022
  2. „Abe shooting suspect's motive related to 'specific organization,' police say“. Nikkei Asia. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  3. FNNプライムオンライン. (2022-07-08) 安倍元首相銃撃で山上容疑者「ある特定の宗教団体に恨み」 | FNNプライムオンライン ja-JP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-08. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  4. 共同通信. (2022-07-08) 「特定の団体に恨みがあり犯行に及んだ」 | 共同通信 ja-JP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-08. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  5. 銃撃の容疑者「安倍氏、特定団体につながりと思い込み」 ja (2022-07-08). ციტირების თარიღი: 2022-07-08
  6. ja:安倍元首相を殺害した山上容疑者の「素顔」 近隣住民「非常におとなしかった」 – スポニチ Sponichi Annex 社会 ja. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  7. 7.0 7.1 7.2 „Abe murder suspect quit most recent job after he felt 'tired'. The Japan Times. Kyodo News. 8 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  8. 山上容疑者は県内有数の進学校出身…卒業アルバムには笑顔の写真、将来は「わからん」 ja (2022-07-09). ციტირების თარიღი: 2022-07-09
  9. 9.0 9.1 海自護衛艦で勤務 逮捕の山上容疑者と同一人物か. 産経ニュース (Sankei Shimbun) (იაპონური). 8 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  10. 安倍元首相銃撃の男、海自呉基地で勤務 | 共同通信. 共同通信 (Kyodo News) (იაპონური). 8 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  11. 11.0 11.1 ja:銃撃容疑者 自衛官時代に、小銃組み立てや射撃訓練を受けた可能性 ja. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  12. 日本テレビ. ja:過去、海自に容疑者と「同姓同名の隊員」…射撃訓練も~防衛省 ja-JP. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  13. 部屋から「ギコギコ」と異音、職場では「お前がやれや」とトラブル…安倍氏銃撃の容疑者 ja (2022-07-09). ციტირების თარიღი: 2022-07-09
  14. 14.0 14.1 「夜にギコギコという音が聞こえた」 銃撃事件容疑者の隣室の男性:朝日新聞デジタル. 朝日新聞デジタル (Asahi Shimbun) (იაპონური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  15. NEWS, KYODO. „Former Japan PM Abe dies after being shot during election speech“. Kyodo News+. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  16. 16.0 16.1 父は急死、母は宗教団体へ多額の金 安倍氏銃撃容疑者の生い立ち:朝日新聞デジタル ja. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  17. „Police: Suspect 'intended to kill' former PM Abe“. NHK. NHK. 8 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  18. „Shinzo Abe: Explosives found at shooting suspect's home – reports“. BBC news. 8 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  19. ja:安倍元首相、銃撃され死亡 67歳、選挙応援演説中―元海自隊員の41歳男逮捕、「特定の団体に恨み」・奈良:時事ドットコム ja. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-09. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  20. 安倍元首相銃撃で山上容疑者「ある特定の宗教団体に恨み」 [Former Prime Minister Abe shoots Yamagami "grudge against a specific religious group"]. FNNプライムオンライン (იაპონური). 8 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  21. 【独自】安倍元首相を撃った山上徹也が供述した、宗教団体「統一教会」の名前(現代ビジネス編集部) ja. ციტატა: „山上容疑者は「自分の母親が統一教会の信者で、安倍晋三が統一教会と親しいと知って狙った」と供述している。“ ციტირების თარიღი: 2022-07-09
  22. 安倍元首相銃撃の山上容疑者 優等生バスケ少年を変えた“統一教会で家庭崩壊“…事件前には近隣トラブルで絶叫【原点写真入手】 (July 10, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 10, 2022. ციტატა: „しかしその日は、『自分の家族が統一教会に関わっていて、霊感商法トラブルでバラバラになってしまった...』と語りはじめたのです。山上さんは続けて、『統一教会は、安倍と関わりが深い。だから、警察も捜査ができないんだ』“ ციტირების თარიღი: ივლისი 12, 2022.
  23. Bénédicte Lutaud. (July 9, 2022) Assassinat de Shinzo Abe : que sait-on de l'homme qui a tiré sur l'ancien premier ministre japonais ?. ციტატა: „Plus tard, des médias locaux ont toutefois évoqué le nom de «l'Église de l'Unification», plus connue en Occident sous l'appellation de la secte Moon.“
  24. 銃撃容疑者「母親が宗教にのめり込み破産」 安倍氏に一方的恨みか ja. Mainichi shimbun (9 July 2022). ციტირების თარიღი: 9 July 2022
  25. The original aim was to attack an executive of a religious group or "the mother had a grudge against her." ja. Yomiuri shimbun (9 July 2022). ციტირების თარიღი: 9 July 2022
  26. [https://www.japan-press.co.jp/2006/2499/cult.html Japan Press Service Co.Ltd: "Prime Minister Abe sent congratulatory telegrams to Unification Church "]
  27. The Independent: "Trump gives virtual speech"
  28. TRINIDAD AND TOBAGO NEWSDAY: "Carmona, Trump call for Korean reunification"
  29. 【速報】"特定の宗教団体"は母親と関係 「のめり込み破産」新たな供述. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-09. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  30. Suspected Abe assassin cited religious group grudge as reason | The Asahi Shimbun: Breaking News, Japan News and Analysis en. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  31. 宗教団体トップの襲撃難航「狙いを安倍氏に切り替えた」 銃撃容疑者 ja. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  32. 共同通信. (2022-07-09) 当初狙いは宗教団体幹部だったと元海自隊員 | 共同通信 ja-JP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-09. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  33. „山上容疑者、岡山の演説会場も訪れていた「とにかく殺そうとつけ回していた」“ [Yamagami also visited the speech venue in Okayama. "Stalking him to kill"]. Yomiuri Shimbun (იაპონური). 9 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 July 2022. ციტირების თარიღი: 9 July 2022.
  34. 容疑者、事件前日は安倍氏の遊説先・岡山に滞在 銃撃の機会探ったか ja. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  35. 銃撃の容疑者「安倍氏、特定団体につながりと思い込み」 [Suspected shooting "Mr. Abe, believing that he is connected to a specific group"]. 日本経済新聞 (Nikkei) (იაპონური). 8 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  36. 山上容疑者「数か月前から事件を計画していた」. 日テレNEWS (იაპონური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  37. ja:【独自】山上容疑者「殺すため銃を作った」、宗教団体の名前挙げ不満も…安倍元首相銃撃 ja (2022-07-09). ციტირების თარიღი: 2022-07-08