ტელსტარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავდაპირველ ტელსტარს თითქმის სფერული ფორმა ჰქონდა.

ტელსტარი (Telstar) იყო პირველი აქტიური სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, ასევე პირველი თანამგზავრი განკუთვნილი სატელეფონო და მაღალი სიჩქარის მონაცემთა გადაცემისთვის, და პირველი კერძო კუთვნილების თანამგზავრი. მის სახელს დღემდე იყენებს რამდენიმე სატელევიზიო სამაუწყებლო გადამცემი თანამგზავრი.

თავდაპირველი ტელსატარი, რომელიც AT&T-ს საკუთრება იყო, მულტინაციონალური შეთანხმებით შეიქმნა AT&T, Bell Telephone Laboratories, NASA, British General Post Office, და ფრანგული ნაციონალური ფოსტისა და ტელეკომის ბიუროს შორის სატელიტური კომუნიკაციის განსავითარებლად. ბელმა ასევე ააგო ენდოვერის დედამიწის სადგური ენდოვერში, მეინი, და დადო კონტრაქტი ნასასთან, რომელსაც ყოველ გაშვებაში, წარუმატებლობის შემთხვევის მიუხედავად, 3 მილიონ დოლარს უხდიდა.

ნასამ ტელსტარის გაშვება 1962 წლის 10 ივლისს მოახდინა რაკეტა დელტაზე კანავერალის კონცხიდან, რომელიც პირველი კერძოდ დაფინანსებული კოსმოსური აფრენა გახდა. საშუალო სიმაღლის თანამგზავრი, ტელსტარი ელიფსურ ორბიტაზე მოთავსდა, რომელსაც იგი ყოველ 2 საათსა და 37 წუთში ასრულებდა და ტრიალებდა ეკვატორის მიმართ 45 გრადუსიანი კუთხით. ამის გამო მისი გადაცემის უნარი ტრანსატლანტიკური სიგნალებისთვის ყოველ ორბიტაზე 20 წუთით იფარგლებოდა.