ტელეკომუნიკაციები აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტელეკომუნიკაციები აზერბაიჯანში წარმოადგენს ტელევიზიას, სახმელეთო და მობილური სატელეფონო კომუნიკაციებს, ასევე ინტერნეტს. ამ ინდუსტრიის რეგულირებას ახორციელებს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო. მთავარი ოპერატორი არის Aztelekom-ი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში არსებობდა ბაქოს სატელეფონო ქსელი.

პირველი სატელევიზიო მაუწყებლობა აზერბაიჯანში 1956 წელს გამოჩნდა.

2016 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში მაუწყებლობს 47 სატელევიზიო არხი, რომელთაგან ოთხი სახელმწიფო საკუთრებაშია: AzTV, Idman Azerbaijan TV (სპორტი), İTV და Medeniyyet TV (კულტურა). 2014 წლის მონაცემებით, ტელევიზიის შეღწევადობის დონე ქვეყანაში 99%-ია.

საკაბელო ტელევიზიის აბონენტთა ბაზის თითქმის 40% კონცენტრირებულია დიდ ქალაქებში. ბაქოში საკაბელო ტელევიზიის შეღწევადობის დონე 2013 წელს 59%-ს შეადგენდა[1].

2014 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში მაუწყებლობს 9 AM სადგური, 17 FM სადგური და ერთი მოკლეტალღური სადგური. 2014 წელს ქვეყანაში რადიოს შეღწევადობის დონემ 97% შეადგინა.

სატელეფონო კომუნიკაციების მხრივ, 2014 წლის მონაცემებით, რესპუბლიკაში 1 მილიონ 820 000 სატელეფონო აბონენტია (მსოფლიოში 64-ე ადგილი).

მობილურის აბონენტების რაოდენობა 11 000 000-ია (2014 წელი, 75-ე ადგილი მსოფლიოში).

აზერბაიჯანს აქვს როგორც საბჭოთა პერიოდის სატელეფონო სადგურები, ასევე თანამედროვე ციფრული. ფიქსირებული კომუნიკაციებით სარგებლობენ ფიზიკური და იურიდიული პირები - სახელმწიფო და კომერციული საწარმოები.

ქვეყანაში არის სატელიტური სატელეფონო კავშირი.

რესპუბლიკაში სამი ძირითადი მობილური ოპერატორია: Azercell, Bakcell, Azerfon.

2013 წლის მდგომარეობით რესპუბლიკაში ინტერნეტის შეღწევადობის დონე 58.7%-ს შეადგენდა.

ქვეყანას მინიჭებული აქვს დომენი .az.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]