სუფთა ნივთიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუფთა ნივთიერება, ანუ ინდივიდუალური ნივთიერება — ნივთიერება, რომელიც შედგება გარკვეული ტიპის ნაწილაკებისაგან (მაგალითად, ატომები, მოლეკულები) და ამიტომაც აქვთ სტაბილური ფიზიკური თვისებები. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტურად სუფთა ნივთიერება ბუნებაში არ არსებობს, ხოლო ხელოვნურად მისი მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ახლა იყენებენ მეთოდებს როდესაც მინარევებს ამცირებს — 106 - 107 (მილიონი — ათი მილიონი) ძირითადი ნივთიერების ატომებზე მოდის რამდენიმე მინარევის ატომი. ქიმიკოსები ცდილობენ პრაქტიკაში იყენებენ ნივთიერებებს სადაც მინარევების მინიმალური რაოდენობაა, რადგან მინარევების უმნიშვნელო რაოდენობას შეუძლია შეცვალოს ნივთიერების თვისებები. სუფთა ნივთიერებებისგან უნდა განისხვავოს ნივთიერებათა ნაერთები.