სუმბავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუმბავა
მშობ. სახელი: Sumbawa
Sumbawa Topography.png
სუმბავას ტოპოგრაფიული რუკა.
გეოგრაფია
კოორდინატები 08°47′ ს. გ. 118°05′ ა. გ. / 8.783° ს. გ. 118.083° ა. გ. / -8.783; 118.083
მთავარი კუნძული მცირე ზონდის კუნძულები
ფართობი 15,448 კმ²
უმაღლესი წერტილი 2,850 მ
ტამბორა
ქვეყანა
ინდონეზია
პროვინცია დასავლეთი მცირე ზონდის კუნძულები
უდიდესი ქალაქი ბიმა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1,330,000 (2010)
სიმჭიდროვე 86 /კმ²

სუმბავაინდონეზიის კუნძული, რომელიც შედის მცირე ზონდის არქიპელაგის კუნძულების ჯგუფში. სუმბავას სიახლოვეს მდებარეობს კუნძული ლომბოკი, დასავლეთიდან სრუტის მეშვეობითაა გამოყოფილი ფლორესს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული სუმბა. ეს ტერიტორია შედის დასავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციაში.

სუმბავას ფართობი შეადგენს 15,448 კმ², აქ ცხოვრობს 1.5 მილიონი ადამიანი. აქ რამდენიმე მოქმედი ვულკანი მდებარეობს, მათგან ყველაზე დიდია ტამბორა (2,722 მ), ისტორიაში ამ ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1815 წელს დაფიქსირდა. ამ ამოფრქვევას დაემატა 1833 წელს იავაზე ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევები. ამ ორი ვულკანის ამოფრქვევას 72,000 ადამიანი შეეწირა.

ეს კუნძული შედიოდა მაჯაპაჰიტის იმპერიის შემადგენლობაში. ჰოლანდიელები კუნძულზე პირველად 1605 წელს მივიდნენ, რამდენიმე წლის შემდეგ სუმბავა, ინდონეზიის სხვა კუნძულებთან ერთად ჰოლანდიის იმპერიის კოლონია გახდა.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

სუმბავაზე არის ცუდად განვიარებული საგზაო ინფრასტუქტურა. სუმბავას ლომბოკთან აკავშირებს ხშირად მოძრავი საბორნე ხაზი, ხოლო ფლორესსთან ასევე მოძრაობს საბორნე ხაზი თუმცა იშვიათად. კუნძულის უდიდეს ქალაქ ბიმას აქვს იავასთან როგორც საბორნე ასევე ავტობუსის ხაზიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: