სტრასბურგის საკათედრო ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაძრის ფასადი

სტრასბურგის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Strasbourg Cathedral) - რომაული კათოლიკური ტაძარი სტრასბურგში, საფრანგეთი.

ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1015 წელს. მისი სიმაღლეა142 მეტრი. კრიპტა, პატრონიკე და განივი ნავი რომაულია, ხოლო დასავლეთის ფასადი (1274-1399 წწ, ხუროთმოძღვარი ერვინ შტაინბახელი) და სამხრეთის მთავარკარი (1230), ასევე ჩრდილოეთის კოშკი (1399-1439, ხუროთმოძღ. ულრიხ ენსინგენელი, იოჰან კოლონელი) ევროული გოტიკის ბრწყინვალე ნიმუშია.

ტაძარი უყო მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა 1647 წლიდან 1874 წლამდე. დღესდღეობით, იგი მეექვსე უმაღლესი ტაძარია მსოფლიოში.