სტივენსონ მაგლუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"რევოლუცია", 1991, აკრილის საღებავი ტილოზე.

სტივენსონ მაგლუა (Stevenson Magloire) (*16 აგვისტო, 1963, პეტიონვილი, ჰაიტი ― † 1994) - ჰაიტიელი მხატვარი, ადგილობრივი მხატვრული მიმდინარეობა ”სან-სოლეი” (Saint Soleil) მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მკაფიო ექსპრესიით, რომელშიც გამოყენებულია ადამიანები, ფრინველები და ვუდუსა და ქრისტიანული სიმბოლოები.

დაიბადა 16 აგვისტოს, 1963, პეტიონვილში, ჰაიტი. მშობლებმა სახელი ამერიკელი პოლიტიკოსი ალდაი სტივენსონის გამო დაარქვეს. დედამისი, ლუიზიანა სან-ფლურანი ასევე საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო. სტივენსონი 1990-იან წლებისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული მხატვარი იყო და მისი ნამუშევრების გამოფენები მრავალ ქვეყანაში მოეწყო, თუმცა ქვეყანაში რაულ სედრას სამხედრო ხუნტის მოსვლის პერიოდში 1994 წლის 9 ოქტომბერს აჟიტირებულმა ბრბომ იგი ქვებით ჩაქოლა. მის ხსოვნას ადგილობრივმა ბენდმა ”რამ” მიუძღვნა ბალადა ”აიზან” ალბომში ”პურიტანული ვუდუ” (1997).