სტეფანწმინდის იოანე ნათლისმცემლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანწმინდის იოანე ნათლისმცემლის ხატი — საკულტო ძეგლი, მდებარეობს სტეფანწმინდიდან ჩრდილო-დასავლეთით მთაზე. შედგება ორი ნიშისაგან.

ორივე მათგანი სვეტისმაგვარი მასიური ნაგებობაა. პირველი ნიში დასავლეთთაა. ნაგებია ფიქლით. გარედან შელესილია კირით. მთავარი ფასადი ჩრდილო - დასავლეთითაა. რომელშიც მოწყობილია დიდი ოთხკუთხა სასანთლე თახჩა. თახჩის უკანა კედელზე მხედრული წარწერაა ამოკვეთილი (ძნელად იკითხება). ნიშს თავზე ქვის ჯვარი ადგას და მთის ბროლის ქვები აწყვია. იქვე დევს ქვა. მასზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ნიშის წინ დიდი ბრტყელი ქვაა. ნიშს ირგვლივ ყორის გალავანი აქვს შემოვლებული, რომელსაც შსასვლელი დასავლეთიდან აქვს.

ხატის მეორე ნიშიც კირითაა შელესილი. თავზე ადევს ორი დიდი ქვა. დასავლეთ კედელში მოწყობილია მოგრძო, ოთხკუთხა თახჩა, რომლის თავზე ჯვარია ამოკვეთილი. თახჩის წინ დევს მცენარეული ორნამენტით შემკული ქვა. ნიშს თავზე ადგას ქვის ჯვარი. მის გარშემო დროშებია ჩამაგრებული, ხატი მირიანაშვილების საგვარეულო სალოცავია. ნიშს სახადისაგან ბავშვების მფარველ ხატად თვლიდნენ რეობა იმართება 29 სექტემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]