სტენლის თასის ფინალი 1940

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1940 წლის სტენლის თასის ფინალი იყო საუკეთესო 6 სერიანი შეხვედრა ნიუ იორკ რეინჯერსა და ტორონტო მეიფლ ლივზს შორის. რეინჯერსს ამ სერიაში 4-2 იმარჯვა და დაეუფლა სტენლი თასს რომელიც შემდეგი 54 წლის მანძილზე მიუწვდომელი იქნება...

გზა ფინალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ იორკ რეინჯერსმა დაამარცხა ბოსტონ ბრუინსი 4-2 და გააღწია ფინალში. ტორონტო მეიფლ ლივზი-ს კი დასჭირდა 2-0 დამარცხება ჩიკაგო ბლექ ჰოუქსი-ს და შემდეგ დეტროიტ რედ ვინგსი-ს დამარცხება ასევე 2-0 ანგარიშით რომ გასულიყო ფინალში.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალური სერია ნიუ იორკ რეინჯერსა და ტორონტო მეიფლ ლივზი შორის გამოდგა მეტად დაძაბული რადგან სულ ჩატარებული 6 მატჩიდან, 3 მატჩი დამტავრდა დამატებულ დროში. პირველი ორი მატჩი ნიუ იორკ რეინჯერსმა ჩაატარა შინ მედისონ სკვერ გარდენში, შემდეგი ორი მატჩი კი ტორონტოში, რადგან როგორც ბევრ შემთხვევაში, ამჯერადაც ცირკს ჰქონდა აღებული მედისონ სკვერ გარდენი. რეინჯერსმა შეძლო 3 თამაშში გამარჯვების გოლი დამატებით დროში გაეტანა, მათ შორის ბოლო შეხვედრაში, რომელიც სტენლი თასის ააღებინა.

ასევე აღსანიშნავია რომ ლესტერ პატრიკი და ფრენკ ბუშერი გახდნენ პირველები (და იმ დროისთვის ერთადერთი), რომლებმაც შეძლეს სტენლი თასის მოგება როგორც მოთამაშეებმა 1928 წელს და ასევე როგორც მწვრთნელის და მენეჯერის რანგში!

რიცხვი გასვლითი გუნდი ანგარიში შინ მოთამაშე გუნდი
2 აპრილი ტორონტო მეიფლ ლივზი *1-2 ნიუ-იორკ რეინჯერსი
3 აპრილი ტორონტო მეიფლ ლივზი 2-6 ნიუ-იორკ რეინჯერსი
6 აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი 1-2 ტორონტო მეიფლ ლივზი
9 აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი 0-3 ტორონტო მეიფლ ლივზი
11 აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი *2-1 ტორონტო მეიფლ ლივზი
13 აპრილი ნიუ-იორკ რეინჯერსი *3-2 ტორონტო მეიფლ ლივზი

შენიშვნა: *აღნიშნული მატჩები დამთავრდა დამატებულ დროში

ნიუ-იორკ რეინჯერსი - 1928 წლის სტენლის თასის ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრი

  • 7 ფილ უოტსონი
  • 10 კლინტ სმითი
  • 16 ალფ პაიკი

შემტევები

  • 4 ალექს შიბიცკი
  • 5 მაკ კოლვილი
  • 8 დუჩ ჰილერი
  • 9 ლინ პეტრიკი
  • 12 ბრაიან ჰექსტელი
  • 14 ჯეიმზ კილბ მაკდონალდი
  • 17 სტენფორდ სმითი (ჩაატარა მხოლოდ 1 ფინალური მატჩი)

მცველები

  • 2 არტ კულტერი (კაპიტანი)
  • 3 ოტ ჰელერი
  • 6 ნილ კოლვილი
  • 8 უოლტერ ბეიბი პრეტი
  • 15 მურეი პეტრიკი

მეკარე

  • 1 დეივ კერი

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლესტერ პეტრიკი - მენეჯერი
  • ფრენკ ბუშერი - მწვრთნელი
  • ჰერი უესტერბაი - მწვრთნელი
  • ჯონ რიდ კილპეტრიკი - პრეზიდენტი / მფლობელი
  • სტენტონ გრიფისი - ვიცე პრეზიდენტი / მფლობელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]