Société Générale

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სოსიეტე ჟენერალი)

სოსიეტე ჟენერალი (Société Générale; Euronext: GLE) — ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანია, რომელსაც ასევე შვილობილი კომპანიები ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, ლა-დეფანსის ბიზნეს უბანში. კომპანიის სამი წამყვანი განყოფილებაა ინდივიდუალური ბანკინგი და სპეციალიზებული საფინანსო მომსახურება (განსაკუთრებით საფრანგეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში), კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი (დერივატივები, ევროკაპიტალის ბაზრები) და გლობალური ინვესტიციების მართვა და მომსახურება.

სოსიეტე ჟენერალი საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი ბანკია. მისი თავდაპირველი სახელი იყო Société Générale pour favoriser le développement du commerce et de l'industrie en France (ქართ.: საფრანგეთში კომერციისა და წარმოების განვითარების მხარდამჭერი გენერალური კომპანია). საერთაშორისო საფინანსო სამყაროში კომპანიას მეტსახელად სოცგენ-ს უწოდებენ.

2006 წლის სექტემბერში სოსიეტე ჟენერალმა ქართული ბანკი რესპუბლიკის აქციების 60% პროცენტი შეისყიდა, რომელსაც ამ დროისთვის საქართველოში 21 ფილიალი და 74 000 კლიენტი ჰყავდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]