სომატოტროპული უჯრედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომატოტროპები (ბერძნულიდან sōmat ნიშნავს "სხეულს" და tropikós -"მოქცევას ან ცვლილებას") — უჯრედები წინა ჰიპოფიზის ჯირკვალში, რომლებიც წარმოქმნიან ზრდის ჰორმონს (სომატოტროპინი).

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომატოტროპული უჯრედები შეადგენენ წინა ჰიპოფიზის უჯრედების დაახლოებით 30-40%-ს.[1]  ისინი სომატოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (GHRH, ან სომატოკრინინი) საპასუხოდ გამოყოფენ ზრდის ჰორმონს (GH) ან ინჰიბირებულნი არიან GHIH-ით (სომატოსტატინი). ორივე მათგანი ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური პორტალური სისტემის ვენით და მეორადი წნულით ხვდება ჰიპოფიზში.

კლინიკური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორმონის დეფიციტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც სომატოტროპინის დონე ორგანიზმში დაბალია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ადამიანის ზრდის ჰორმონი, როგორც პრეპარატი.

სომატოტროპის სეკრეციის ნაკლებობამ მომწიფებამდე ან ახალი ძვლოვანი ქსოვილის ზრდის დასრულებამდე შეიძლება გამოიწვიოს ნანიზმი.

ჰორმონის სიჭარბე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდის ჰორმონის ჭარბი რაოდენობა ჩვეულებრივ გამოწვეულია სომატოტროპული უჯრედების მიერ ჰორმონის ჭარბი სეკრეციის გამო წინა ჰიპოფიზის ჯირკვალში. სომატოტროპინის ჭარბმა სეკრეციამ მომწიფებამდე ან ახალი ძვლოვანი ქსოვილის ზრდის დასრულებამდე შეიძლება გამოიწვიოს გიგანტიზმი, დაავადება, რომელიც ხასიათდება სხეულის ჭარბი ზრდით (მაგ. 7 ფუტზე მეტი სიმაღლის) და უჩვეულოდ გრძელი კიდურებით. სქესობრივი მომწიფების შემდეგ ზრდის ჰორმონის ჭარბმა სეკრეციამ შეიძლება გამოიწვიოს აკრომეგალია - დაავადება, რომელიც იწვევს ხელების, თავის, ყბის და ენის არანორმალურ ზრდას. აკრომეგალიასთან დაკავშირებული ზოგიერთი სიმპტომი მოიცავს: ძლიერ ოფლიანობას, ცხიმიან კანს, დიაბეტს, მაღალ არტერიულ წნევას, შარდში კალციუმის მატებას, და ფარისებრი ჯირკვლის შეშუპებას და ართრიტს.

სხვა ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსხვილფეხა რქოსანთა სომატოტროპინი გვხვდება პირუტყვის ჰიპოფიზში, სტრუქტურით განსხვავდება ადამიანის ჰიპოფიზის ზრდის ჰორმონისგან და ბიოლოგიურად არააქტიურია ადამიანში. მსხვილფეხა რქოსანთა სომატოტროპინი არეგულირებს წარმოებული რძის მოცულობას. ძროხის რეკომბინანტულ სომატოტროპინს (rBST) იყენებენ ძროხებში რძის წარმოების გასაზრდელად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hall, John E. (2021). Guyton and Hall textbook of medical physiology, Michael E. Hall, 14th. Philadelphia, PA. ISBN 978-0-323-59712-8. OCLC 1129099861.