სიმონიანთხევის პირველი სამაროვანი
სიმონიანთხევის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში, ადგილ ლამებში. განეკუთვნება VI-VII საუკუნეს. 1968 წელს სადაზვერვო გათხრა ჩაატარა ისტორიის და ეთნოლოგიის ინსიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). გაითხარა ორი ქვისსამარხი, რომლებიც დამხრობილი იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს აბზინდა და საყურეები, რკინის რგოლი და აბზინდა, მინის მძივები და სხვა.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რამიშვილი რ. ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 407.